Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების საყურადღებოდ

ფორუმი “საინვესტიციო ფონდები, როგორც ბიზნესი და შესაძლებლობა სხვა ბიზნებსებისთვის - დაფინანსების და დაბანდების ალტერნატიული მექანიზმები საქართველოში“

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის საქართველოს ეროვნული ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, წელს 11 ივნისს, 13:00 საათზე, გაიმართება ფორუმი “საინვესტიციო ფონდები, როგორც ბიზნესი და შესაძლებლობა სხვა ბიზნებსებისთვის - დაფინანსების და დაბანდების ალტერნატიული მექანიზმები საქართველოში“.

 

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ფორუმი გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით, თანდართული მოსაწვევები zoom-ით დამსწრეთათვისაა (zoom-ის ლინკი იხილეთ დღის წესრიგში).

 

ბოლო რამოდენიმე წელია მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. ამ ეტაპისათვის კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დაბანდებისა და დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა.

 

დანართში იხილეთ ფორუმის დღის წესრიგი.